სამართალი
„ხიდაშელი ჯარს ლაურა ღაჭავას შეკერილი ფორმებით უპირებს შემოსვას“ – ლადო სადღობელაშვილი

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელის ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აპირებს, რომ ჯარისთვის ტანსაცმელი ლაურა ღაჭავას შეაკერინოს. როგორც სადღობელაშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა, ლაურა ღაჭავა არ არის ჩვეულებრივი მეწარმე და ის დამნაშავე კოდუების დედაა.

 „პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია, თუ ჯარი მის მიერ შეკერილ ფორმას ჩაიცვამს. თქვენს მკითხველსა და ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ღაჭავას ერთ-ერთი შვილი ჯარისკაცებს დასახოცად დასდევდა. ყველას კარგად გვახსოვს 2009 წლის ე.წ. მუხროვანის ამბოხება. იმ დღეს არის გადაღებული ცნობილი კადრები, სადაც მერაბიშვილი მაღალჩინოსნებს ეუბნება, ორი გვამი მინდაო. ამ მაღალჩინოსნებს შორის იდგა შეიარაღებული ერეკლე კოდუაც, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაიქცა დავალების შესასრულებლად. როგორ შეიძლება, ამ ადამიანის დედამ ჯარისთვის ფორმა შეკეროს. ეს არის ყველას და, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა. მოვუწოდებ ხელისუფლებასა და პირადად პრემიერს, დაინტერესდეს ამ საკითხით“, – აცხადებს სადღობელაშვილი.

nsp.ge