პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსს“ ლეიბორისტული პარტიის რაიონული ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი შემოუერთდა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები კახა  ძაგანია, პაატა ჯიბლაძე და კოკა გუგუშვილი  ზესტაფონის რეგიონული ორგანიზაციის პარტიული ოფისის გახსნას დაესწრნენ, სადაც ლეიბორისტული პარტიიდან გადმოსული ახალი წევრების მიღება მოხდა.

 პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ ლეიბორისტული პარტიის ზესტაფონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფლების კვალათის, ქვედა საქარას, ზედა საქარას, პირველი სვირის, ცხრაწყაროს, შროშას, ძირულას და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები და აქტივისტები, რომელთაც დატოვეს ლეიბორისტული პარტია და შემოუერთდნენ „მემარცხენე ალიანსის“ ზესტაფონის რაიონულ ორგანიზაციას.

 „ნათელაშვილის ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ორიენტაციამ, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტობამ გადაგვაწყვეტინა ლეიბორისტული პარტიის დატოვება და „მემარცხენე ალიანსში“ გაწევრიანება ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან ერთად“, - განაცხადა ზესტაფონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირინა ცერცვაძემ.