"კვირის პალიტრის" რედაქციაში შემოვიდა წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
განგაშის ზარები…
განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს.
ახალი სავალდებულო საგნების "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.
ქვემოთ დოკუმენტურად გთავაზობთ ამ განზრახვის შემზარავ მაგალითებს.
I - მამათმავლობისა და სქესთა აღრევის შესახებ:
მასწავლებლების გადამზადებისა და სერთიფიცირებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოებში, რომლებიც დაწერილია უცხოელი ავტორების მიერ, ევროკავშირისა და USAID-ის პატრონაჟით, შავით თეთრზე წერია შემდეგი:
• "ვისაუბროთ სექსზე!
გაიგე, პიტერი გეი ყოფილა?
ამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით." (გვ. 186)
• "რჩევები ხელმძღვანელებს
როგორია ჰომოსექსუალების სქესობრივი ურთიერთობა?
გონებრივი შტურმი, რომელიც ეძღვნება იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ
საკუთარ სექსუალობაზე." (გვ. 188)
• "მოქმედებაზე გადასვლა
დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალისტების ან ლესბოსელების საზოგადოებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოქმედებაზე გადასვლის ერთ-ერთი გზაა. მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი ჯგუფთან სასაუბროდ, რათა გაარკვიოთ, რომელი საკითხები და უფლებებია ყველაზე მწვავე თქვენ ქვეყანაში." (გვ. 189)
(,,კომპასი" (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით) რედაქტორები: პატრიცია ბრანდერი, ელლი კინი, მარი-ლორ ლემინერი)
• "იყო და არა იყო რა...
ნახე, რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქესს შეუცვლი.
თემები - დემოკრატია, დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა.
სირთულის დონე - მეორე დონე.
ასაკი - 7-13 წელი.
ხანგრძლივობა - 40 წუთი.
ჯგუფის სიდიდე - 8-15 ბავშვი.
სავარჯიშოების ტიპი - ამბის თხრობა, დისკუსია.
სავარჯიშოს აღწერა - ცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება." (გვ. 112)
• "ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა
რა არის ოჯახი?
"ტრადიციული" ოჯახის გარდა, რომელიც გულისხმობს დაქორწინებულ მშობლებსა და ბიოლოგიურ ბავშვებს, ევროპელები სხვა ოჯახებადაც ცხოვრობენ, როგორიცაა:
ოჯახი, რომელიც ერთი სქესის მშობლებისგან შედგება." (გვ. 231)
("კომპასიტო" (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის)
რედაქტორი და თანაავტორი ნენსი ფლაუერსი)
წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდით. რისი შეცვლა მოგიწევდათ? პირველ რიგში, ალბათ, თქვენს გარეგნობას შეცვლიდით - ტანისამოსს, ვარცხნილობას და, შესაძლოა, სამკაულს. შესაძლოა, აგრეთვე ადამიანებთან ქცევის მანერის შეცვლაც მოგიწიოთ." (გვ. 105)
(სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო (სტატიების კრებული) "მარგარეტ ანდერსენი და ჰოვარდ ტეილორი)
ეს ზემოთ ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები "კომპასიტო", "კომპასი" და ა.შ. ნათარგმნია "ადამიანის უფლებათა განათლების ცენტრის" მიერ (რედაქტორი გიორგი კენჭოშვილი).
ეს ზემოთ ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები "კომპასიტო", "კომპასი" და ა.შ. ნათარგმნია "ადამიანის უფლებათა განათლების ცენტრის" მიერ (რედაქტორი გიორგი კენჭოშვილი).
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ (გახმაურების შემდგომ) წაშალა თავისი ვებგვერდიდან მასწავლებლებისათვის გამზადებული მთელი ბიბლიოგრაფია, დაინტერესებულ მკითხველს მაინც შეუძლია მისი ნახვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში, თუ ზოგადად ინტერნეტ სივრცეში.
თუმცა ამ ბილწი შინაარსის "სახელმძღვანელოების" თარგმნა და შექმნა რა გასაკვირია, როდესაც ევროსაბჭო თავის რეკომენდაციებში თავის წევრ ქვეყნებს ამას პირდაპირ (ცინიკურად, თითქოსდა ბავშვის უპირატესი ინტერესის და მშობლების უფლების გათვალისწინებით) ავალდებულებს, კერძოდ:
ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი
სახელმწიფოებისათვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე - საქართველო
“CM/Rec (2010)5 რეკომენდაციის დანართი
VI. განათლება
32. ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარადასაჭერად მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებში. აღნიშნული ასევე უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა და სტუდენტთა აუცილებელი ინფორმაციით, დაცვითა და მხადაჭერით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრება. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეადგინონ და განახორციელონ თანასწორობისა და უსაფრთხოების სასკოლო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა. წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ადეკვატური თრეინინგებისა თუ სხვა სახის მხარდაჭერისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ ზომებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობელთა უფლება ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით."
II - სარწმუნოებრივ-ცნობიერებითი გადაგვარების და რელიგიათა, კულტურათა, ეროვნებათა აღრევის შესახებ:
არამედ, პირიქით, საქართველოს იდენტობად, მის ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებლად და თავისებურებად არა მისი თვითმყოფადობაა წარმოდგენილი, არამედ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა მრავალფეროვნება.
"მასწავლებელი მოსწავლეს დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მისი ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებაა;" ("ჩვენი საქართველო" ქვეპუნქტი 1. "ჩვენი საქართველო").
"მოსწავლემ უნდა შეძლოს ღირებულებების (კულტურული და სარწმუნოებრივი მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება..." (საზოგადოებრივი მეცნიერებები, "მე და საზოგადოება"საზ.მეც.დაწყ.(I).10.).
კი, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა დააფასოს მაგალითად ქართული კულტურისა და ქრისტიანული მრწამსის მატარებელმა ბავშვმა, დავუშვათ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული ტრადიციული კულტურისთვის ყოვლად მისაღები და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი მრავალცოლიანობა?
ან, კიდევ უარესი, როგორ უნდა დააფასოს მან, მაგალითად, იუდეური სარწმუნოება, რომელიც ქრისტეს თვითმარქვიად მიიჩნევს და ღვთისმშობელსაც შეურაცხყოფს?
ან და პირიქით, იუდაიზმის მიმდევარმა, როგორ უნდა გაიაზროს და დააფასოს ქრისტიანობა, როდესაც მას სარწმუნოებრივად არ აღიარებს და უპირისპირდება.
"წმინდა წიგნი (ბიბლია, თორა, ყურანი)"
(პუნქტი 1. საზოგადოებრივი მეცნიერებები
"მე და საზოგადოება"
რწმენა, ზნეობრივი ღირებულებები და რელიგია)
და, ამასთან ერთად, ყველაზე ამაზრზენი და გაუგონარი ის არის, რომ ამ ბოროტი სახელმძღვანელოების სტანდარტის შემქმნელი ავტორები, ამ კულტურულ-სარწმუნოებრივ აღრევას არა მარტო ინფორმაციულად ასწავლიან და ნერგავენ, არამედ მის უკეთ ასათვისებლად და განსამტკიცებლად ისინი ბავშვებს ამ მოქმედებების ფიზიკურ განხორციელებასაც აძალებენ.
კერძოდ:
თითოეული მოსწავლე "როლური თამაშების" გზით, როლში შესვლით ვალდებულია, განასახიეროს უმცირესობის როლები.
ა) მაგალითად, მან უნდა ითამაშოს, განასახიეროს რომელიმე რელიგიური შენობის როლი.
"როლური თამაში - "ალაპარაკებული ისტორიული ძეგლი", სადაც ძეგლის როლში მყოფი მოსწავლე
გადმოსცემს "საკუთარ თავგადასავალსა" და ისაუბრებს თემის/ქვეყნის წინაშე საკუთარ დამსახურებებზე."
ქვეპუნქტი 2. IV კლასი
"მე და საზოგადოება"
რა თქმა უნდა, აქ არსად არის მინიშნება იმაზე, რომ, მაგალითად, ქრისტიანმა მხოლოდ ქრისტიანული ტაძარი შეიძლება განასახიეროს და სხვა აღმსარებლობისამ - სხვა, არამედ იგულისხმება, რომ ყველამ - ყველა.
ანუ თავისთავად ცხადია, რომ მუსულმანს შეიძლება მოუწიოს ქრისტიანული ტაძრის და მღვდელმსახურის განსახიერება, ქრისტიანს კი, თავის მხრივ, სინაგოგის და მეჩეთის, რაბინისაც და მოლასიც.
ბ) ასევე ბავშვთა აღზრდის მეცადინეობებში შედის ისიც, რომ მათ უნდა დაალაგონ ხოლმე სხვადასხვა
რელიგიური დანიშნულების მქონე შენობები.
"გაკვეთილი ბუნებრივ გარემოში, სადაც მოსწავლეები რომელიმე რელიგიური ძეგლის ეზოს დასუფთავებაში, გამწვანებაში და ა.შ. მიიღებენ მონაწილეობას და მოახდენენ მისი სხვა პრობლემების იდენტიფიცირებას;"
"მე და საზოგადოება"
ქვეპუნქტი 1. III კლასი
სტანდარტის შედეგები
რაღა თქმა უნდა, ამ სახელმძღვანელოს ავტორები, აპირებენ რა ჩაატარონ მსგავსი აქტივობები, არც იმას დაგიდევენ, რომ ამ იძულებით, შეიძლება შეურაცხყოფდნენ უმცირესობების უფლებებს.
და რა თქმა უნდა, არც იმას, რომ ამასთანავე უმრავლესობის უფლებებსაც შეურაცხყოფენ, რომელთაც ქრისტიანული სარწმუნოება კატეგორიულად უკრძალავს სხვა რელიგიის ტაძრების მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებას, და მით უმეტეს მათ როლში შესვლასა და განსახიერებას.
და ეს აკრძალვა კანონიკურად იმდენად სერიოზულია, რომ მისი დამრღვევები შეიძლება ეკლესიიდან განყენებით, უზიარებლობით თუ სხვადასხვა ეპიტემიით დაისაჯონ კიდეც.
ეს ის იდეოლოგიაა, რომელიც ყველას ყველასთან გათანაბრებისა და გაიგივების სახელით, საბოლოოდ, მუსულმანს ჩადრის ტარებას უკრძალავს, ხოლო ქრისტიანს ჯვრისას.
ეს იდეოლოგია სინამდვილეში უპირისპირდება და ებრძვის მართლმადიდებლობასაც, მუსულმანობასაც, იუდაიზმსაც და სხვა ნებისმიერ სარწმუნოებასაც. ნებისმიერ ეთნიკურ, ეროვნულ თუ კულტურულ თვითმყოფადობას.
მისი მიზანია ახალი "ზე რელიგიის" შექმნა, რომელმაც "ახალ წესრიგში" უნდა გააერთიანოს უეროვნებო, უკულტურო, ურელიგიო და უსქესო, "ახალი ტიპის" ადამიანი.
დასასრულ, კიდევ გვინდა აღვნიშნოთ, რომ როლური თამაშების მეთოდი ჩვენ შვილებს არა მარტო რელიგიური უმრავლესობის და უმცირესობების როლში შესვლას, განსახიერებას ავალდებულებს, არამედ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდგომ, მათ უკვე შესაბამისად მოსთხოვენ, განახორციელონ სხვა ნებისმიერი უმცირესობის როლებიც, მათ შორის, სექსუალურისაც.
რისი საფუძველიც, თუნდაც, ამ ახალ სახელმძღვანელოებში მრავალგზის ნახმარ, ერთი შეხედვით უწყინარ ციტატაშიც კი დევს:
"მოსწავლემ უნდა შეძლოს საერთო წესების მნიშვნელობის გაცნობიერება, ქცევის წესების თანატოლებთან შეთანხმება და დაცვა. შემწყნარებლური დამოკიდებულების გამოვლენა განსხვავებული რელიგიის, კულტურის და სხვა მიმართ."
(სტანდარტების შედეგები (ბავშვის უფლებები და მოვალეობები)
საზ. მეც. დაწყ. (1) 14.")
რადგან ცხადია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდგომ ამ ჩამონათვალის ბოლოს "და სხვა"-ში, უკვე თავისთავადაა შეყვანილი და იგულისხმება "გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშანიც".
"II. რეკომენდაციები მთავრობას პრიორიტეტული ქმედებების შესახებ შეიტანეთ ცვლილებები კანონმდებლობაში. კერძოდ:
1. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა მკაფიოდ უნდა იქნეს შეტანილი ყველა შესაბამისი
კანონის ანტიდისკრიმინაციული საფუძვლების ჩამონათვალში; ამავდროულად, მოსამართლეებმა ფართო
ინტერპრეტაცია უნდა მისცენ ამ დებულებებს და განმარტონ, როგორც სექსუალური ორიენტაციის
და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმა."
(ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე - საქართველო)
და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგანაც ევროპაში, მაგალითად, თუნდაც გერმანიის სკოლებში უკვე ფართოდაა დანერგილი ვალდებულება, რომ ყველა ბავშვმა ერთხელ მაინც განასახიეროს ლგბტ-ის როლი, რათა გაუჩნდეს მათდამი ემპათია, თანაგანცდა.
და, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი ევროპელი "მეგობრები" არ ცდებიან, რადგან ნებისმიერ ბავშვს, ამ შემთხვევაში ჩვენ შვილებს, რომელიც ერთხელ მაინც განასახიერებს, მოირგებს მამათმავლის როლს, მართლაც თავისუფლად შეიძლება გაუჩნდეს ამ უბინძურესი გარყვნილების მიმართ შემგუებლობა და მიმღებლობა.
და ბოლოს, ეს წერილი დასაბეჭდათ უკვე მზად იყო, როდესაც ჩვენ, ჩვენს საშუალო სკოლებში, ამ სიბილწის დაუფარავი პროპაგანდის კიდევ ერთი გამაოგნებელი შემთხვევა აღმოვაჩინეთ.
კერძოდ, სკოლის მისაღებში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას (მაგალითად 42 სკოლაში, ვუკოლ ბერიძეზე) ევროსაბჭოს ქარტიის შტამპითა და დავალებით გაკრულია ლამაზი, ფერად-ფერადი აფიშა-კომიქსი, სადაც არც მეტი და არც ნაკლები, დღისით მზისით, მაღალფარდოვანი ტერმინების "დემოკრატია და ადამიანის უფლებების ქვეშ", ქალისა და მამაკაცის აღმნიშვნელი სიმბოლოების გვერდით გამოსახულია ტრანსგენდერის აღმნიშვნელი სიმბოლოც.
განგაშის ზარები…
ერი და ბერი უნდა აღდგეს და მთელი სიმკაცრით მოსთხოვოს პასუხი ხელისუფლებას, რათა მათ ვერ გაბედონ როგორც ერთის მხრივ, ამ სიბილწის რეკლამირების ხელშეწყობა, ასევე იმ ყველაზე ბოროტი იდეოლოგიის სახელმძღვანელოების შემოტანა, რომლებიც მთელ მსოფლიოში და ამჟამად საქართველოშიც, ტოლერანტულობისა და განსხვავებულობის შემწყნარებლობის ნიღბის ქვეშ, სინამდვილეში ჩვენ შვილებს ეროვნებათა, კულტურათა, სარწმუნოებათა და სქესთა აღრევით ემუქრება.
P.S.
საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, კატეგორიულად მოვითხოვთ თქვენგან, რათა არ დაუშვათ და აკრძალოთ როგორც ამ უბინძურესი გარყვნილების, მამათმავლობის დამნერგავი და სარწმუნოებისა და ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალი საგნების "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"-ს ახალი ვერსიის შემოტანა საშუალო სკოლებში, ასევე ამ სიბილწის ნებისმიერი ფორმით პროპაგანდაც.
ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი შვილები, რათა ისინი სულით და ხორცით ჯანსაღნი, წესიერნი, ზნეობრივნი, სამშობლოს მოყვარულნი და ღვთისმოსავნი გაიზარდონ.
გურამ ფალავანდიშვილი - ფილოლოგი
ელდარ შენგელაია - რეჟისორი
ჯანსუღ ბაგრატიონი - საზოგადო მოღვაწე
ლევან სალუქვაძე - მოქანდაკე
ლევან ვასაძე - ბიზნესმენი
გურამ გეგეშიძე - მწერალი
მამუკა ჩარკვიანი - კომპოზიტორი
ოთარ ლითანიშვილი - რეჟისორი
არჩილ არველაძე - ფეხბურთელი
გოჩა ჯამარაული - ფეხბურთელი
მალხაზ თავართქილაძე - ცისფერი ტრიო
გიორგი ლომთათიძე - ანსამბლი შვიდკაცა
ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკის დედოფალი
ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი
გიორგი გურგულია - მსახიობი
ლაშა თაბუკაშვილი - მწერალი
ირაკლი მეძმარიაშვილი - საზოგადოება "თბილისელი"
მაია ჩიბურდანიძე - მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
რეზო ამაშუკელი - პოეტი
ელიზბარ ჯაველიძე - საზოგადო მოღვაწე
ზაზა მიმინოშვილი - ანსამბლი "შინი"
ნანი ბრეგვაძე - მომღერალი
ზაზა ნიშნიანიძე - ბიზნესმენი
გიორგი დონაძე - ეროვნული ფოლკლორული ცენტრის დირექტორი
მერაბ ბერძენიშვილი - მოქანდაკე
გიგა ბათიაშვილი - არქიტექტორი
ომარ მხეიძე - მოცეკვავე, საზოგადო მოღვაწე
ია მუხრან-ბაგრატიონი - საზოგადო მოღვაწე
ერეკლე საღლიანი - პოეტი
ვაჟა ოთარაშვილი - პოეტი
ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ჩემპიონი
ანზორ ერქომაიშვილი - მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწე
რობერტ გოგოლაშვილი - ანსამბლი "თბილისი"
ჯემალ ჭკუასელი - "ერისიონი"
გიგი დედალამაზიშვილი - "მგზავრები"
ფრიდონ სულაბერიძე - მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ლალი ბადურაშვილი - მსახიობი
ვაჟა აზარაშვილი - კომპოზიტორი
კიაზო ფიცხელაური - აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
გიორგი კვესიტაძე - მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
როინ მეტრეველი - ისტორიკოსი, აკადემიკოსი
თამაზ ჭილაძე - მწერალი
გოჩა სვანიძე - რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი
დავით შემოქმედელი - რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი
მარიკა კვალიაშვილი - კომპოზიტორი
ნუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორი
დიმიტრი ლორთქიფანიძე - უფლება დამცველი
ზვიად ტომარაძე - დემოგრაფიოული ფონდი
თამაზ გამყრელიძე - აკადემიკოსი
იური ჩიქოვანი - გენეოლოგი, აკადემიკოსი
....
(ხელმოწერები გრძელდება)