საზოგადოება
მოაშორეთ ფეკალიები სკოლას!

kanalizaciaრადიო ჰერეთის ინფორმაციით, გურჯაანის პირველი სკოლის ტერიტორიაზე ფეკალური მასები იღვრება და ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებას ქმნის. სკოლის დირექტორის - თამარ ოღლიშვილის განცხადებით, ეს პრობლემა, უკვე რამდენიმე წელია, აწუხებთ. მისივე თქმით, ჭა სკოლის გვერდით მცხოვრებ ორ ოჯახს ეკუთვნის. როგორც ქალაბტონი თამარი აცხადებს, აღნიშნულ ოჯახებს არაერთხელ შეხვდა და ამ პრობლემის მოგვარება თხოვა, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურჯაანის სერვის-ცენტრის მენეჯერი გელა გოგიაშვილი კი აცხადებს, რომ საკანალიზაციო ჭა კერძო საკუთრებაა და მისი მოვლა-პატრონობა კომპანიას არ ევალება.