უცხოეთი
რფ–ის თავდაცვის სამინისტრო: აშშ–ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ოთხშაბათს ალეპო დაბომბეს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს საომარმა ავიაციამ, 10 თებერვალს, სირიის ქალაქ ალეპოზე თავდასხმა განახორცელა.

 აგრეთვე, პენტაგონის წარომადგენელმა სტივენ უორენმა განაცხადა, რომ რუსული ავიაციის დაბომბვების შედეგად, ალეპოს ორი საავადმყოფო იქნა განადგურებული.

 "გუშინ, მოსკოვის დროით 13:55 საათზე, თურქეთის ტერიტორიიდან უმოკლესი გზით, ალეპოსკენ, სირიის საჰაერო სივრცეში აშშ- საომარი საჰაერო ძალების ბომბდამშენები შევიდა, რომლებმაც ქალაქის 10 ობიექტი დაბომბეს", - ციტირებს Интерфакс კონაშენკოვს.

 "ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ დაგვედგინა, თუ რას წარმოადგენდა ის 10 ობიექტი", - დაამატა მან.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, პენტაგონის წარმომადგენლის, სტივ უორენის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. მან აღნიშნა, რომ რუსული საომარი თვითმფრინავები, გუშინ საერთოდ არ ყოფილა მოქმედებაში.