უცხოეთი
ლავროვი: მოსკოვი გაკვირვებულია გერმანიის მიერ ანკარის მხარდაჭერის გამო

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვი გაკვირვებულია გერმანიის მიერ ანკარის უპირობო მხარდაჭერით სირიის ამბებთან დაკავშირებით. ამასთან, რფ მომხდარში მთავარ დამნაშავედ არის დასახელებული, – განაცხადა რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

 „რაც შეეხება თურქეთს, ჩვენ გაგვაკვირვა ანკარის მხარდაჭერამ სირიასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ქვეყანაში გფრ–ის კანცლერი ანგელა მერკელის ვიზიტის დროს გაჟღერდა. ამასთან, მომხდარში მტავარ დამნაშავედ რყუსეთის დასახელდა, აქაოდა,მისი სამხედრო–კოსმოსური ძალების იერიშების გამო ლტოლვილთა ნაკადი იზრდებაო“, – განაცხადა მინისტრმა „მოსკოვსკი კომსომოლეც“–თვის მიცემულ ინტერვიუში.