საზოგადოება
საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. მოლდოვის რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით დაინტერესდა.
ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.
პირველ ეტაპზე ლაპარაკია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე, რომლებიც ქვეყნის ნახევარს დაფარავენ.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება „დელტას“ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს. პროექტის საერთო ღირებულება ათ მილიონამდე დოლარს შეადგენს.