რელიგია
სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრია წყალტუბოში

mit_kalistrate20 დეკემბერს  ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატესთან ერთად  საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა  ლაშა მაქაცარიამ მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა  წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებს, სულიერ მოძღვრებსა და აღსაზრდელებს.

სასწავლებლის დათვალიერების, მოსწავლეთა წარმატებების გაცნობისა და მათ მიერ წარმოდგენილი საინტერესო ღონისძიების ნახვის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა გიმნაზიის დირექციას საჩუქრად გადასცა კომპიუტერი და ტკბილეული ყველა მოსწავლისათვის. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ  სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც მოსწავლეების მაღალ სულიერებასა და აღზრდას  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

 

სასწავლებლის რექტორია მეუფე კალისტრატე.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო  სასწავლებელში ცენტრალური გათბობის სისტემის  დამონტაჟების ხარჯები 2010 წლის  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით დაფინანსდა.