სამართალი
საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს უოლშს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯეიმს უოლშმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას გაუსვეს ხაზი. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.