პოლიტიკა
ნატოს გენმდივანმა დაადასტურა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ყოფნის გაფართოების გეგმები

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. "დეილი ტელეგრაფის" ცნობით ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტიგენტის განლაგებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შესაჩერებლად ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა 500-დან ათასამდე სამხედრო გადასხას. კონტინგენტი ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდება და ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში განლაგდება.

ტელეგრაფის ცნობით, ბალტიისპირეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებისაგან და ფართომასშტაბიანი ოკუპაციისგან დაცვის ახალ ინიციატივას დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ.

ამ ინფორმაციას კრემლი უკვე გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საზღვარებთან ნატოს ძალების დისლოცირების გეგმის შესახებ ალიანსს მოსკოვი არ გაუფრთხილებია.