საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო განცხადებაშია ნათქვამი.
„არჩევის პროცესი წარიმართა კანონის შესაბამისად, რასთან დაკავშირებითაც ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კანონით დადგენილ ვადებში არჩევის შესახებ ცესკო-ს არც ერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასამართლოში.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების 5–წლიანი ვადის გასვლის გამო, 193 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი. ცესკო-ს 4 თებერვლის სხდომაზე არჩეულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების 182 წევრი, აქედან 113 ქალი და 69 კაცი.
არჩეულ პირთა სია, ცესკო-ს 4 თებერვლის სხდომის ოქმი და სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განკარგულებები, არჩევის პროცესის დასრულებიდან მეორე დღესვე, 24 საათის განმავლობაში განთავსდა ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, – ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.