პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმიგიორგი კვირიკაშვილმა და  ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობაზე. გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობას და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის  არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისათვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.