საზოგადოება
რიმა ბერაძემ ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან,   რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან  ერთად ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი, რომელიც დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში დეპუტატის ინიციატივით გაითვალისწინეს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ  ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი და აღნიშნული ტერიტორია კეთილმოეწყობა. 

რიმა ბერაძის განცხადებით, ზემო ჩუღურეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულისათვის დასრულდება.