უცხოეთი
ჩრდილოთ კორეის თანამგზავრს რუსული გადამტანი გამოუგონეს

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. პარასკევს ჩრდილოეთ კორეამ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა. ექსპერტები ამ “წარმატებას” არალეგალურს უწოდებენ. მართლაც, ფხენიანს სანქციებით ასეთი ოპერაცია აკრძალული ჰქონდა. ჩრდილოეთ კორეის მოქმედება იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სასტიკად გააკრიტიკეს. მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაცვის საბჭოს სხდომა მოითხოვეს.

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, თითქოს ამ ოპერაციას მეცნიერული კვლევის მიზანი აქვს, მაგრამ მათ აზრს შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და ფხენიანის მოკავშირე ჩინეთიც კი არ ეთანხმება. დიპლომატების მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეა ახალ ბალისტიკურ იარაღს ამუშავებს მტრებზე თავდასასხმელად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაცვის საბჭო, სასტიკად ეწინააღმდეგება ბირთვულ და ბალისტიკურ რაკეტებზე ცდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველი თავდაცვის საქმეში, სიუზან რაისი ფხენიანის მოქმედებით შეშფოთებულია. მან თანამგზავრის გაშვებას მორიგი პროვოკაციული ქმედება უწოდა. რაისის თქმით, „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა სასტიკად არღვევს, როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი მოკავშირეების ინტერესებსაც.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის გეგმა ცხადჰყოფს „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების აღმაშფოთებელ უგულებელყოფას“. ფხენიანის გეგმა ასევე დაგმეს სამხრეთმა კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა.