უცხოეთი
ერდოღანმა პუტინი სირიის ოკუპაციაში დაადანაშაულა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე აი ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სირიის ოკუპანტი უწოდა.

 მისივე განცხადებით, ანკარამ სირიაში ის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს, როდესაც ერაყთან დაკავშირებით აშშ-ს შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გამოცემა „Bloomberg“-ი იტყობინება.

 „ის, რაც სირიაში ხდება, მხოლოდ გარკვეულ დრომდე შეიძლება მოხდეს. თურქეთის სამხედრო ძალები ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად არიან. როდესაც ხედავ რაღაცის აუცილებლობას, მაშინ იმას აკეთებ, რაც საჭიროა“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა: რას აკეთებთ  თქვენ სირიაში? თქვენ ოკუპანტი ხართ“.