აქტუალური
„საქართველოს ფოსტის“ გასხვისებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა

fosta1განაცხადების მიღება 15 იანვრამდე გაგრძელდა. „საქართველოს ფოსტის“ აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. ფოსტა ქართულ ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს საერთო ჯამში 100 ათასი კვადრატული მეტრი ფართის შენობებს.

 

ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ „საქართველოს ფოსტა“ საუკეთესო ინვესტირების საშუალებას იძლევა. საქართველოს მთავრობა მზადაა, განიხილოს სხვადასხვა შემოთავაზება პოტენციური მყიდველების მხრიდან კომპანიის სამომავლო განვითარების შესახებ.