სამართალი
საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აბრამ ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს ღამით თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილ მეუღლეს - ლია ტ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.