უცხოეთი
თავდაცვის სამინისტრომ თურქეთს სირიაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ შეახსენა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე ანატოლი ანტონოვმა შეახსენა, რომ თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების იერიშის საპასუხოდ რუსულ ბომბდამშენ სუ–24–ზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ჩამოაგდეს, რუსეთმა სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაჯგუფება შექმნა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

 „ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად აღმოვაჩინოთ საფრთხეები, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს ემუქრება, სირიაში საბრძოლო ამოცანებს რომ ასრულებენ და აუცილებლობის შემთხვევაში, მივიღოთ ადექვატური ზომები მათი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ანტონოვმა.