უცხოეთი
საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადების მიხედვით, პუტინს შეატყობინეს იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტს მასთან შეხვედრა სურს.
პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე უარი განაცხხადა.
30 იანვარს ერდოღანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს, რუსეთის საომარი თვითმფრინავის გამო, რომელმაც თურქეთის საჰაერო საზღვარი დაარღვია, აუცილებლად უნდა შეხვდეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეცნობებინათ პუტინისთვის მისი სურვილის შესახებ.