პუბლიკაციები
ხიდაშელის ბრძანებით ყაზარმებში მეჩეთები და იეჰოვას მოწმეთა სასულიერო დაწესებულებები გაიხსნება!

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინიციატივით ყაზარმებში შეიძლება მეჩეთები და იეჰოვას მოწმეთა სასულიერო დაწესებულებები ვიხილოთ. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ბრძანება უკვე გამოსცა.

სამხედრო მოსამსახურეებს, მიუხედავად მათი რწმენისა და აღმსარებლობისა, საშუალება ექნებათ, უფრო მეტად კომფორტულ და ტოლერანტულ გარემოში იმსახურონ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რწმენისა და აღმსარებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვედანაყოფების განთავსების ტერიტორიაზე შესაბამისი ფართი გამოიყოფა.

ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი უკვე მოაწერა. ბრძანება, შეიარაღებულ ძალებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვის მაქსიმალურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. მათ შორის რელიგიურ დღესასწაულებისა და კვების სპეციფიკას. ამ თემაზე, თავდაცვის მინისტრი სამი კვირის წინ პანკისის ხეობაში სტუმრობისას ახალგაზრდებსაც ესაუბრა.

ამასთან, როგორც ცნობილია, თინა ხიდაშელმა პანკისის მცხოვრებლებს ქართულ ჯარში აქტიურად ჩართვა შესთავაზა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მაქსიმალურად არის დაცული და მათ პრობლემები ლოცვის, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისა და კვების თვალსაზრისით არ შეექმნებათ.

marshalpress.ge