პოლიტიკა
„გაჩეჩილაძესთან მეგობრული შეხვედრა იყო“ – პრემიერი კვირიკაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ- მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა გიორგი გაჩეჩილაძესთან („უცნობი“) შეხვედრაზე. გიორგი კვირიკაშვილი, ისევე, როგორც გაჩეჩილაძე, აცხადებს, რომ შეხვედრა მეგობრული იყო და ტელეკომპანია მაესტროზე“ არ უსაუბრიათ. პრემიერმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ის ბაია გადაბაძეს (ვიდეო იხ. აქ).

 გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა და განაცხადა, რომ კვირიკაშვილი მისი მეგობარია.

 „ორ დღეში ერთხელ მაქვს მასთან შეხვედრა. ამაში რა არის პრობლემატური?“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.