უცხოეთი
რუსეთი თურქეთის ხელისუფლებას ტერორიზმის მხარდაჭერას არ დაუვიწყებს

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვის მხრიდან არაერთელ გაესვა ხაზი თურქეთში ტერორისტული მუქარის ზრდასთან დაკავშირებულ შეშფოთებას, თუმცა, ანკარა თავს არიდებდა მოსკოვთან ურთიერთქმედებას ტერორიზმთან ბრძოლაში, ასევე, არ გადასცემდა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს რუს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებისკენ მიემართებოდნენ იმისთვის, რომ იქ ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მიერთებოდნენ. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ჟურნალ Limes-თან გააკეთა.

 „მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა, ანკარა – იშვიათი გამონაკლისის გარდა – თავს არიდებდა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის რუსეთის მოქალაქეების გადაცემას, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიემართებოდნენ, რეგიონში მოქმედ ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან მისაერთებლად“, – განაცხადა ლავროვმა. „ჩვენ არ დავუვიწყებთ თურქეთს ტერორისტებისთვის ამ ხელშეწყობას“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ სვამს ტოლობის ნიშანს თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასა და „თურქ ხალხში რუსეთის ძველ და საიმედო მეგობრებს“ შორის.