უცხოეთი
თავდაცვის სამინისტრო: გვაქვს საფუძველი, მივიჩნიოთ, რომ თურქეთი სირიაში შეჭრისთვის ემზადება

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური  წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, თურქეთი სირიაში შესაჭრელად ემზადება და ამისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს.

 კონაშენკოვის თქმით,  რუსეთის მხარემ  წარადგენა იმის მტკიცებულებები, რომ თურქეთი  ლატაკიის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვას ახორციელებს.

 „გვაქვს სერიოზული საფუძველი მივიჩნიოთ, რომ თურქეთი აქტიურად ემზადება  სუვერენული სახელმწიფოს - სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრისთვის. ჩვენ სულ უფრო მეტ ფარულ ქმედებებს ვაფიქსირებთ  თურქეთის შეიარაღებული ძალების  მომზადებისა  სირიის ტერიტორიაზე შეჭრისთვის", - აცხადებს კონაშენკოვი.

 „მიკვირს, რომ  პენტაგონის, ნატოსა და მრავალი ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ენაწყლიანი წარმომადგენლები,  მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მოწოდებისა, რეაგირება მოახდინონ ამ ქმედებებზე, კვლავ ჩუმად არიან", - აცხადებს იგი.