სამართალი
„მემარცხენე ალიანსი“ „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრ დავით სერგეენკოს სახელზე „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ მოთხოვნა-წერილი შეიტანა და საგანგებო განცხადება გააკეთა:

 „ნარკომანია საქართველოსთვის კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, სააფთიაქო ნარკომანია კვლავ დიდ როლს ასრულებს ამ სენის გავრცელებაში. ცნობილია მრავალი ფაქტი ფსიქოტროპული წამლებით ურეცეპტოდ ვაჭრობისა. ვინაიდან გატარებული ღონისძიებები არაეფექტურია და საკანონმდებლო ბაზაც სუსტია, მოგმართავთ მოთხოვნით, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშაოთ ღონისძიებათა კომპლექსი ამ საზარელ სენთან ეფექტურად საბრძოლველად. ამავე დროს ვაცხადებთ, რომ საჭიროა მოხდეს სააფთიაქო ნარკოვაჭრობის კრიმინალიზაცია და ფსიქოტროპული წამლებით ურეცეპტო ვაჭრობა გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი“, - აღნიშნულია განცხადებაში.