უცხოეთი
ხუბუტია და კაზაკოვი პუტინთან არსებული საბჭოდან გარიცხეს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტთან არსებული საბჭოს შემადგენლობის კორექტირება მოახდინა.

შესაბამისი ბრზანებულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ამ სტრუქტურაში შევიდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ბელორუსთა ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის“ თავმჯდომარე სერგეი კანდიბოვიჩი.

საბჭოს შემადგენლობიდან გაირიცხნენ ვალერი კაზაკოვი, რომელიც უწინ ზემოხსენებულ ორგანიზაციას ედგა სათავეში და მიხეილ ხუბუტია, რომელიც ორგანიზაცია „რუსეთის ქართველთა კავშირს“ ხელმძღვანელობდა.