სამართალი
ნანა კაკაბაძე: „არასამთავრობოები, რომლებიც დღეს დგანან ქუჩაში, არ იბრძვიან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის!" (ვიდეო)

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ არგუმენტების დროში“ გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).

 „მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ძალიან კარგია და ცუდი მოსამართლეების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან კარგია, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს ეს ადამიანები, რომლებიც დგანან ქუჩაში, არ იბრძვიან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. როდესაც ქვეყანაში დაიწყო კოჰაბიტაცია და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს დგანან ქუჩაში, მხარი დაუჭირეს ამ კურსს, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კოჰაბიტაციის ლოგიკური შედეგი იქნებოდა მურუსიძე და მურუსიძის მსგავსი ძალიან ბევრი მოსამართლე“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.