საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ექსპერიმენტული უკრაინული საკონტეინერო მატარებელი, რომელიც პროექტის „ტრანსკასპირუი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ ფარგლებში იქნა გაგზავნილი, ყაზახეთში, ჟანაარკის სადგურზე გადაუხდელობის გამო გააჩერეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“იუწყება.
„მულტიმოდალურმა ოპერატორმა „KTZ Express“–მა, იხელმძღვანელა რა კანონით „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება 27 იიანვარს ჟანაარკის სადგურზე ექსპერიმენტული მატარებლის გაჩერების შესახებ“, – ნათქვამია ცნობაში. აღნიშნული კანონის მიხედვით, „ტვირთის გადატანისა და სხვა, გადამტანისთვის დაკისრებული საფასური უნდა გადაიხადოს ტვირთის გამგზავნმა, ესპედიტორმა დროულად, ტვირთის გაგზავნამდე“.
ყაზახეთის რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, ზემოხსენებულ სადგურზე კონტეინერები ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც შემკვეთმა შესაბამისი საფასური გადაიხადა, შემადგენლობამ გზა გააგრძელა.