სამართალი
საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მეჰრან რ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული 1,36154 გ ჰეროინი და 5,76 გ ტრამადოლის შემცველი 24 აბი ამოიღეს, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 66 შეკვრად დაფასოებული 24,67 გ ჰეროინი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მეჰრან რ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.