აქტუალური
„ჩვენ გვინდა, რეგიონში ვიყოთ მშვიდობის უზრუნველმყოფი ქვეყანა“ –საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა, რომლებიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაში თავდაცვის სფეროში ითხოვს გადაწყვეტას და პრეზიდენტთან საუბრისას ზუსტად ამ თემებზე გამახვილდა ყურადღება...

 საქართველოს ძალიან მარტივი პოზიცია აქვს - ჩვენ გვინდა, რეგიონში ვიყოთ მშვიდობის უზრუნველმყოფი ქვეყანა. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, იქნება ეს მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თუ რაიმე სხვა, იქნება პრობლემა საქართველოსთვის. როგორც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის მოგვარებაში ვეძებთ მშვიდობას და მაქსიმალურად მშვიდობიან გზებს, ზუსტად ასევე დაინტერესებული ვართ, რომ ნებისმიერი სხვა მიმართულებით ამ მშვიდობის ძიებაში ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი ქვეყნის პოზიციები თანხვედრაშია. სომხეთის პრეზიდენტი ძალიან ღიად და კმაყოფილი შეხვდა ამ პოზიციის კიდევ ერთ დადასტურებას“, - განაცხადა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა.