უცხოეთი
საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რომელიც 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, 6 მილიონი დოლარი გამოჰყო, - იუწყება CNN.
აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა 38 მილიონი დოლარი უკვე მოაგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა - ბერნი სანდერსმა კი 20 მილიონი დოლარი.
დემოკრატებისგან მესამე პრეტენდენტმა, მერილენდის შტატის გუბერნატორმა, მარტინ ომეილიმ მხოლოდ 170 ათას დოლარს მოუყარა თავი. მან აგიტაციის ჩასატარებლად ვალი დაიდო და კრედიტორებს ჯამში 530 ათასი დოლარი უნდა დაუბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ჩატარდება.