სამართალი
საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-4 განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 05.11.2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა. დააკავეს.
ა. ა. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
ა. ა. მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.