სამართალი
საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნუგზარ ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნუგზარ ჭ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.