სამართალი
შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ლავას ოღლი“ დააკავა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა 2015 წლის დეკემბერში მოლდოვას რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ., მეტსახელად ლავას ოღლი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე - გურამ ., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, ბოლო დრომდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებშიც.