პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდება - ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

 გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.