პოლიტიკა
„პანკისში სიმშვიდეა!“ – მარგველაშვილი, ევროკავშირის და ამერიკის ელჩები - იან კელი და იანოშ ჰერმანი - პანკისის ხეობაში ჩავიდნენ

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შევხვდით პანკისის მოსახლეობას. აქ პრობლემები იგივეა, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში. გადასაწყვეტია ინფრასტრუქტურული საკითხები, გაზიფიკაციის საკითხი, არის საჭიროება, რომ დავასაქმოთ მოსახლეობა. დღეს ჩემთან ერთად არიან ამერიკის და ევროკავშირის ელჩები და ჩვენ ერთად ვნახეთ, რომ ხეობაში სიმშვიდეა, სირთულე არ არის და როგორც აქ მაცხოვრებლები აცხადებენ, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, კრიმინალური შემთხვევები საერთოდ არ არის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველები  სოფიო შამანიდი და ალექსანდრე ბარბაქაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და  კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი.