პოლიტიკა
საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის. ამის შესახებ ელჩმა პანკისში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს ტერორისტული ბაზების არსებობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატებიც, ცხადია, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ტერორიზმთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის", - განაცხადა იან კელიმ. „საქინფორმის“ მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ამასწინანდელი განცხადებით, პანკისის ხეობას "ისლამური სახელმწიფო" წვრთნებისთვის იყენებს.