პოლიტიკა
ნატო რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ახალ განყოფილებას ქმნის

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომლის ჟურნალისტებიც შესაბამის დოკუმენტს გაეცნენ.

23-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წინააღმდეგობას გაუწევს კრემლის საინფორმაციო პროპაგანდას, რომელიც გამოყენებულ იქნა ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, როგორიც იყო 2014 წლის ყირიმის ანექსია.

გარდა ამისა, ალიანსში გეგმავენ უფრო მეტი კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას.

როგორც "როიტერი" აღნიშნავს, დასავლეთი შეშფოთებულია, რომ რუსეთი, დეზინფორმაციის გასავრცელებლად მედიასაშუალებებს იყენებს.