პოლიტიკა
კვირიკაშვილმა ლავროვს უპასუხა: „პანკისის ხეობიდან ტერორისტული რისკები არ არსებობს, ჩვენ რუსეთის მხარეს სრულ ინფორმაციას მივაწვდით“

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიდ პრესკონფერენციაზე, კერძოდ, განაცხადა:  „...ჩვენ იძულებული გავხდით  უარი გვეთქვა უვიზო რეჟიმზე და გაგვემკაცრებინა სავიზო რეჟიმი დიდწილად იმის გამო, რომ პანკისის ხეობიდან ტერიტორიული საფრთხე არ გამქრალა. სხვათა შორის, ახლაც ზოგჯერ ვრცელდება ზოგი ცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იმისათვის იყენებენ, რომ იქ ივარჯიშონ, დაისვენონ და მარაგები შეივსონ“.

 პასუხად საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კატეგორიულად უარყო  ტერორისტული საფრთხის არსებობა პანკისის ხეობაში: „დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არანაირი ტერორისტული რისკი არ არსებობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება რუსეთთან დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ამ ხეობაში არსებული სიტუაციის შესახებ“.