სამართალი
გაზით მოწამვლის 3103 შემთხვევა ერთ წელიწადში და ეს მხოლოდ თბილისში! – „მემარცხენე ალიანსი“ ინიციატვივით გამოდის

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში გაზის გაჟონვის შედეგად მოწამვლისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით, მემარცხენე ალიანსის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის მოთხოვნაზე, ნამწვი აირის დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟებასთან დაკავშირებით. 

 „სტატისტიკა შემაძრწუნებელია: 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე მარტო თბილისში დაფიქსირდა გაზით მოწამვლის 3103 შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით მოწამლულთა რიცხვი გაცილებით მეტია. მრავალი ათეული ადამიანის სიცოცხლე დასრულდა სიკვდილით, რაც ყოველწლიურად მატულობს. შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავრობისგან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან მოვითხოვთ, გადახედონ გაზგამანაწილებელ კომპანიენთან, „ყაზტრანსგაზთან“| და „სოკართან“ დადებულ ხელშეკრულებებს და დაამატონ მუხლი, რომლითაც ამ კომპანიებს დაეკისრებათ ვალდებულება: აბონენტებს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, თავისივე ხარჯით დაუმონტაჟონ ნამწვი აირის დეტექტორი და მის ექსპლუატაციაზე განახორციელონ მონიტორინგი“, - აცხადებს სოსო შატბერაშვილი.