სამართალი
საქართველოს მასშტაბით 468 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 267 სკოლაში სწავლა – გრიპის ვირუსის, 201-ში კი უამინდობის გამოა შეჩერებული.

 "გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. 27 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, 195 საჯარო სკოლას, სადაც დილის მონაცემებით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, საღამოს 72 დაემატა და საბოლოო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 267- შეადგენს.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღის, ასევე შუადღის ცვლის მოსწავლეთა დასწრებაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას მშობლები სკოლაში პრევენციის გამო არ უშვებენ", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.