საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. „დოკუმენტაციის მინიჭებული საიდუმლოების გრიფი არ წარმოადგენს გამოძიები მიმდინარეობის ხელისშემშლელ ფაქტორს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტებისათვის გრიფის მოხსნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია“, - ნათქვამია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებაში.
„ისეთი ალიბი მოგვაკერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ეს მოხდა 26 მაისის გადაღების გამო. ჩვენ დავისაჯეთ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და პროფესიის სიყვარულის გამო. ვიქნებით რეაბილიტირებულები და გულში არ ჩაგვრჩება, რომ ჩვენ ვართ ჯაშუშები“, – განაცხადა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ.
„პირდაპირ მართავდა პროცესს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება. მე მაშინიც მიმაჩნდა და ეხლაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ამ საქმეზე იყო პოლიტიკური მოტივაციები და პირდაპირ იყო ეს დაგეგმილი სცენარი. ფოტოკორესპოდენტები და ჟურნალისტები იყვნენ უდანაშაულონი იმ ბრალდებაში, რაშიც მას ედავებოდნენ“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.