უცხოეთი
ნატოს გენმდივანი: ალიანსი აღმოსავლეთში სამხედრო გაფართოებაზე მსჯელობს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ნატო ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედრო გაფართოებაზე მსჯელობს, თუმცა, ასობით ათასი საბრძოლოდ მზადმყოფი ჯარისკაცების განთავსება საზღვრებზე, როგორც ცივი ომის დროს, გამორიცხულია, განაცხადა ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 „ჩვენ ამ საკითხებზე ახლა ვმსჯელობთ. ნაწილობრივ, ძალების გაფართოება, შესაძლოა იყოს ჯარისკაცები, აღჭურვილობა, წინასწარი განთავსება, ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გენმდივანმა.