სამართალი
საქალაქო სასამართლო საზოგადოებას წლის შემაჯამებელ ანგარიშს გააცნობს

courtროგორ მუშაობს საქალაქო სასამართლო და რა პროცესები ხორციელდება სისტემაში – საქალაქო სასამართლო დღეს საზოგადოებას წლის შემაჯამებელ ანგარიშს გააცნობს.

ღონისძიებას, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, კონსტანტინე კუბლაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გახსნიან.

სტუმრები დაათვალიერებენ ნაფიც მსაჯულთა დარბაზს და სათათბირო ოთახს, დღესვე გაიმართება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაციაც.

მიღებას საქალაქო სასამართლოში დაესწრებიან მოსამართლეები, ადვოკატები, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.