საზოგადოება
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა

reestriცვლილებების თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე ხორციელდება 4 დღის ვადაში, ნაცვლად 10 დღისა.

ამასთან, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებებისთვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო კერძო სამართლის ის იურიდიული პირები, რომელთაც უკვე ჰქონდათ უფლებები მინიჭებული ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა რეგისტრაცია განახორციელონ 2011 წლის 1 აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებები შეუწყდებათ.

ცვლილებების მიხედვით, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საბანკო გარანტია, რომლის წარმოშობა და მასში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება დაუყოვნებლივ, საფასური 10 ლარია.