სამართალი
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ილია გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკებისას, ასევე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევ დათო ს-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დათო
ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.