სამართალი
შს მინისტრის მოადგილეები გზების საერთაშორისო ფედერაციის პროგრამების დირექტორს შეხვდნენ

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და შალვა ხუციშვილი გზების საერთაშორიო ფედერაციის (IRF) პროგრამების დირექტორ ბრენდან ჰოლემანს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შსს–ს პროგრამა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გზების საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, ამ სფეროში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს. ფედერაცია სამინისტროს, ასევე, სპეციალისტების კონსულტაციებით დაეხმარება. მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, გზების საერთაშორისო ფედერაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს პროგრამის დამოუკიდებელ შეფასებაშიც შეიძლება ჩაერთოს.