სამართალი
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმაწარსულში ნასამართლევი ელნურ გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ქაღალდში შეხვეული 0,38 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს, რომელიც კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.