აქტუალური
სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა

soflis_meurneobaქართული სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა ამ დარგში მთავრობასა და ინვესტორებს შორის შეთანხმებული სტრატეგიის არარსებობაა. ამ განცხადებას „ფაინენშელთან“ ინტერვიუში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი აკეთებს.

გამოცემა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან იმის გარკვევას ცდილობდა, რა განაპირობებს საქართველოს სოფლის მეურნეობის არაკონკურენტუნარიანობას და რატომაა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ძვირი. დევიდ ლის განმარტებით, ყველა ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის სექტორი ეკონომიკის წამყვანი დარგია, სახელმწიფო ფერმერების მხარდაჭერის კუთხით წამყვან როლს ასრულებს.