საზოგადოება
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადებას.
პედრო აგრამუნტი თავისუფალი დებატების დროს დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ გააკრიტიკა.
ჯაფარიძეს გამოსვლაში გიგი უგულავა არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
„პრეზიდენტმა აგრამუნტმა თავისი გამოსვლისას, ერთი ქართული სახელი ახსენა და ის პოლიტპატიმრად შეაფსა. ეს ადამიანი საქართველოში დამნაშავედ სცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ გამოყენებაში. გაინტერესებთ, მიხარია თუ არა, რომ ეს ადამიანი ციხეშია? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას, რადგან საქართველო არ არის ხელწამოსარტყავი ბიჭი“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.