საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ასევე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა იცვლება და მინისტრები, საკუთარი შეხედულებისამებრ, საარჩევნო სპეცუბნებს ვერ შექმნიან.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დააყენეს მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის არა - 2020, არამედ 2016 წლისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებზე კოალიცია იმსჯელებს და გადაწყვეტილება გუნდურ რეჟიმში იქნება მიღებული.